суббота, 21 февраля 2015 г.

მეოთხე დღე;

ტრენინგის  მეოთხე  დღე: საკმაოდ  დაძაბული,  რთული  დღე  იყო.  განვიხილეთ  ყველა  მსმენელის  პროექტის  გეგმა, დავაკვირდით  ჩვენს  შესრულებულ  დავალებებს , მივიღეთ  რჩევები,  რომელიც  დაგვეხმარება  პროექტის  გეგმის  უკეთესად  შედგენაში.
ჩემთვის  ძალიან  საინტერესო  და  მნიშვნელოვანი  იყო,   დამეხმარება  სწორად  წარვართო  დაგეგმილი  პროექტი  და  სწორი  მიმართულება  მივცე  მოსწავლეებს.  საინტერესოდ  და  სახალისოდ  წარვმართო.
გავეცანით  შეფასების  ხუთ  მიზანს.  რომელიც   პროექტის  მიმდინარეობაზე   დაკვირვებისას  უნდა  ვაწარმოო.

суббота, 14 февраля 2015 г.

მესამე დღე

ძალიან  საინტერესოა   პროექტებით  სწავლება.  დღეს  განვიხილეთ  პროექტის  გეგმა,  ვისწავლეთ  ზოგადი  კითხვები  როგორ  უნდა  მოვუძებნოთ   თემას,  როგორ  დავსვათ  შინაარსობრივი  და  თემატური   კითხვები.  რა  თქმა უნდა,   სახალისო  და   საინტერესოა   პროექტებით  მუშაობა,  მაგრამ    ამავე  დროს  საკმაოდ  შრომატევადია  და   დიდ  ძალისხმევას   მოითხოვს.
მოსწავლეებისათვის   კარგი  იქნება  მსგავსი  პროექტებიტ  მუშაობა, თუ   სწორად  და  შინაარსიანად  დავგეგმავთ  პროექტს.
ტრენინგი  გვაძლევს   იმედს  რომ  შევძლებთ  განხორციელებას  ჩვენ  მიერ  დაგეგმილი  პროექტებისას.
15.02  2015.

დღე მეორე

შევისწავლეთ პუბლიკაციების   მომზადება.  სახალისო  საინტერესო   იყო  საკმაოდ. აუცილებლად  დავგეგმავ  პროექტს  და  გამოვიყენებ   პუბლიკაციებსა  და  ბროშურებს.
მადლობა  გვანცას.

დღე პირველი

პროექტებით  სწავლება  საინტერესოა; ვფიქრობ,  მნიშვნელოვანია  ჩვენი  პროფესიული  ზრდისათვის. ზოგადი წ არმოდგენა  მქონდა  პროექტის  წარმოებაზე,  მაგრამ ტრენინგი,იმედია  დამეხმარება უკეთ  გავერკვე   თანამედროვე გაკვეთილების  წარმართვაში.