суббота, 14 марта 2015 г.

მეცხრე დღე

მოვამზადეთ   და  წარმოვადგინეთ  ჩვენი  ნამუშევრები.    ვისწავლეთ,  როგორ  უნდა  გამოვიყენოთ   ტექნოლოგიები  ყველაზე   ეფექტურად  პროექტით  სწავლების  დროს,სწავლების  პროცესის  ხელშეწყობისა  და   მოსწავლეთა  სწავლის  შეფასების  მიზნით.
ტრენინგი  დამეხმარა,  მოვამზადო  და   წარვადგინო  ჩემი  ნაშრომი  ეფექტურად.
ძალიან  საინტერესო  იყო  ტრენინგი,  რადგანაც  ზოგადი  წარმოდგენა  მქონდა  პროექტის  დაგეგმვასა  და  მართვაზე.  ტრენინგის  დასრულების  შემდეგ,  შემიძლია  ვთქვა,  რომ  ვისწავლე  პროექტის  შაბლონის  შექმნა,  მოსწავლეთა,  თვით  და  პროექტის  შეფასება. პრეზენტაციების  ეფექტურად  დაგეგმვა  და  შექმნა,  მოსწავლეებისთვის  საპრეზენტაციო  ფორმატის,  ე.  წ.   გეგმის,  შაბლონის  შექმნა,
ინტერნეტ-რესურსებისა  და  ვებ- საიტების  სწორად  გამოყენება.
თამამად  შემიძლია  ვთქვა,  რომ   ქალბატონ  გვანცას  ეფექტური  შრომის  შედეგია,  რომ  მაქვს  სურვილი  პროფესიულად  გავიზარდო  და  განვვითარდე. საიტერესო  ახსნა,  საინტერესო  და  ეფექტური  მიმართულების  მიცემა   აღვიძებდა   და  აადვილებდა  ჩემში   მუშაობის  სურვილსა  და  უნარს.



пятница, 13 марта 2015 г.

მერვე დღე

დღეს  ვისწავლეთ   ფასილიტაცია  და  ტექნოლოგიები.შევქმენით  მასალები,მოსწავლეების  პროექტზე   მუშაობის  პროცესში  ტექნოლოგიების  გამოყენების   ხელშეწყობისთვის. შევიმუშავეთ  მოსწავლეზე  ორიენტირებული  სწავლებისა  და  შეფასების  სტრატეგიები.  მოსწავლის  მიერ    კომპიუტერის  გამოყენების  მართვა.
ჩემთვის  უკვე  ნათელია,  როგორ  გამოვიყენო  ტექნოლოგიები  სასწავლო  პრაქტიკის  გასაუმჯობესებლად.გნვიხილეთ  და  ვისწავლე, როგორ  გამოვიყენო   კითხვების  დასმის  სხვადასხვა  ტექნიკა.შევქმენით   პრეზენტაციები,  მოვირგეთ  მოსწავლის  როლი.
დავგეგმე  და  განვიხილეთ  სასწავლო  პროექტის  იდეები.ძალიან  საინტერესოა,  მომწონს  და  მაქვს  სურვილი  ხშირად  განვახორციელო.  პროექტებით  სწავლება  მოსწავლეებში  აამაღლებს  სწავლის  მოტივაციას,პროექტები რელევანტურია მოსწავლეების ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან და ყოველდღიურებასთან.
 სწავლების სტრატეგიები ამდიდრებს სწავლის გარემოს და ავითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს. სწავლების სტრატეგიების ნაკრები უზრუნველყოფს, რომ სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული მასალა ათვისებადი და გასაგები იყოს ყველა მოსწავლისათვის და შექმნას შესაძლებლობა, რომ ყოველი მათგანი წარმატებული იყოს

воскресенье, 8 марта 2015 г.

დღე მეშვიდე

დღე   მეშვიდე: განვიხილეთ   ჩვენ  მიერ   შესრულებული   სლაიდები,  პრაქტიკული   მასალა   დამეხმარება  პროექტის   წარმართვაში.   საინტერესო  და   შედეგიანი   იყო   მუშაობა.  დღეს   ტექნიკური   ცოდნა   გავიმრავალფეროვნეთ.
ვისწავლე  შეფასების   რუბრიკები,  ჩეკლისტები,რაც  დამეხმარება   დასახული  მიზნის   უკეთ   მიღწევაში,  მოსწავლეთა  და   ჩემი  მუშაობის   უკეთ   შეფასებაში.

დღე მეექვსე

დღე   მეექვსე: ბევრი   ვიშრომეთ,  ვისწავლე   სლაიდების  შექმნა,   მე  მეგონა   რომ   სწორად   ვქმნიდი   სლაიდებს,   აღმოჩნდა,  რომ   არაფერიც   არ   მცოდნია.   დახარისხება,  დალაგება,  მიზნის   განსაზღვრა   ვისწავლე   და    ვასწავლინ  მოსწავლეებსაც.

воскресенье, 1 марта 2015 г.

დღე მეხუთე:

დღე   მეხუთე:  საკმაოდ  დავიღალე.  მერთულა,  გამიჭირდა.ვიმუშავე  გეგმის  შაბლონზე,  სასწავლო  პროცედურების  დაწერა  დავიწყე,  მივხვდი,  რომ  პროექტის  გეგმაში  უნდა  გავთვალო  თითოეული  ეტაპი  რასაც  მივყავარ  შედეგამდე,  გავთვალო  ყველა  აქტივობა. ვისწავლე,  ინტერნეტ   რესურსის  საავტორო  უფლებების  დაცვა,   გამოვიყენებ      პროექტის  წარმოების  დროს.  მოსწავლეებთან ინტერნეტ  თანამშრომლობისათვის   , შევქმნი  დახურ  ჯგუფს,     რაც   დაგვეხმარება   სხადასხვა  ინტერნეტ  მასალის  გაცნობაში,  აზრთა  გაზიარებაში,.

суббота, 21 февраля 2015 г.

მეოთხე დღე;

ტრენინგის  მეოთხე  დღე: საკმაოდ  დაძაბული,  რთული  დღე  იყო.  განვიხილეთ  ყველა  მსმენელის  პროექტის  გეგმა, დავაკვირდით  ჩვენს  შესრულებულ  დავალებებს , მივიღეთ  რჩევები,  რომელიც  დაგვეხმარება  პროექტის  გეგმის  უკეთესად  შედგენაში.
ჩემთვის  ძალიან  საინტერესო  და  მნიშვნელოვანი  იყო,   დამეხმარება  სწორად  წარვართო  დაგეგმილი  პროექტი  და  სწორი  მიმართულება  მივცე  მოსწავლეებს.  საინტერესოდ  და  სახალისოდ  წარვმართო.
გავეცანით  შეფასების  ხუთ  მიზანს.  რომელიც   პროექტის  მიმდინარეობაზე   დაკვირვებისას  უნდა  ვაწარმოო.